ბუნებრივი ფორებისა და უნიკალური სტრუქტურის წყალობით, თიხის ქოთანი კერძებს განსაკუთრებულ გემოსა და არომატს ანიჭებს. მნიშვნელოვანია, რომ გამოყენებამდე ქოთანი 10-15 წუთით წყალში გააჩეროთ – ასე თიხის ფორები წყლით გაიჟღინთება, რომელიც გაცხელებისას ნელ-ნელა აორთქლდება და კერძი უფრო წვნიანი და რბილი გამოვა. თიხის ქოთანში ყველაზე ხშირად ლობიოს ამზადებენ, თუმცა მასში სხვა კერძებიც არანაკლებ გემრიელი გამოდის – ხორცისა თუ ბოსტნეულის კერძებით დაწყებული, ფაფებითა და ფლოვით დამთავრებული.