თიხის დოქი 2 ლ

20.00 

დოქის მნიშვნელობის გასაგებად იმის გახსენებაც საკმარისია, რომ დოქის ყველა ნაწილისთვის ჩვენს წინაპარს ცალკე სახელი შეურქმევია: მის ბრტყელ, მრგვალ ძირს „ფსკერი“ ჰქვია, გამობერილ მუცელს – „გვამი“, სახელურს – „ყური“. საღვინე დოქს გამოშვერილი ტუჩი – „ნისკარტი“ აქვს, წყლის დოქი კი, როგორც წესი, მრგვალტუჩიანია.

დოქის სახელი ზომისა და დანიშნულების მიხედვითაც განსხვავდება: ხელადა, თუნგი, კოკა, ჩაფი…

მოცულობა: 2 ლ.

სიმაღლე: 20 სმ.