ტრადიციული თიხის ჭურჭელი

ქოთნები

მეტის ნახვა
ტრადიციული თიხის ჭურჭელი

ყანწი

მეტის ნახვა

თიხის ჭურჭელი

ჩვენთან შეგიძლიათ თიხის ჭურჭლის შეძენა როგორც ვებ-გვერდის, ასევე ტელეფონის, ელ-ფოსტისა და ფეისბუქის მეშვეობით. თუ ეძებთ თიხის ისეთ ნაკეთობას, რომელიც პროდუქტებში არ არის წარმოდგენილი, ან გსურთ ინდივიდუალური შეკვეთა, დაგვიკავშირდით - ჩვენ უზრუნველვყოფთ თიხის ნებისმიერი ნაკეთობის მოძიებასა თუ დამზადებას და მოთხოვნილ მისამართზე გამოგზავნას, თქვენთვის მოსახერხებელ პირობებსა და ვადებში.

მეთუნეობა საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ცალკე აღნიშვნის ღირსია მექვევრეობა და საღვინე ჭურჭლის დამზადება, რომელიც იდეალურად ეხამება ქართული მეღვინეობის უძველეს კულტურას.
ვებ-გვერდზე მოცემული პროდუქცია მზადდება იმერეთში, სოფელ შროშაში, სადაც მეთუნეობის უწყვეტი ტრადიცია საუკუნეებს ითვლის და თაობიდან თაობას გადაეცემა.

ქვევრი

ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ უნიკალურ მეთოდს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, ქვევრის ქარვისფერი ღვინო კი, თავისი გემოვნური თვისებებითა და დამახასიათებელი შეფერილობით, მთელ მსოფლიოშია ცნობილი და მისი პოპულარობა დღითიდღე უფრო და უფრო იზრდება.
მიწაში დაფლული თიხის ქვევრი მუდმივად ინარჩუნებს ღვინის დუღილისა და შენახვისთვის საუკეთესო ტემპერატურას, მოქმედებს როგორც ბუნებრივი ანტისეპტიკი და ფილტრავს, ასუფთავებს ღვინოს მავნე ბაქტერიებისგან.
კარგი ქვევრის გაკეთება ოსტატისგან უდიდეს შრომასა და ცოდნას მოითხოვს, აშენებიდან დაწყებული, გამოწვითა და დარგვით დამთავრებული. პროცესი, როგორც წესი, გაზაფხულზე იწყება. ქვევრს ნელ-ნელა ამოაშენებენ, კარგად გამოაშრობენ, ღუმელში გამოწვავენ და დასარგავად მოამზადებენ. აღმოსავლეთ საქართველოში ქვევრები, უფრო მკაცრი კლიმატის გამო, მარანში, გადახურულ შენობაშია ხოლმე, დასავლეთში კი ძირითადად ღია ცის ქვეშაა განლაგებული.

ბლოგი

თიხით მოუბარი

მოკლე დოკუმენტური ფილმი „თიხით მოუბარი“, რუსლან ღონღაძის ავტორობით, 1986 წელსაა გადაღებული. ფილმი ქართლური მეთუნეობისა და ადგილობრივი, გამორჩეული ოსტატობის მქონე მეთუნეების შესახებ მოგვითხრობს. სხვა კუთხეებისგან განსხვავებით,

კითხვის გაგრძელება »

ქვევრის აშენება და გამოწვა

ქართული ტრადიციული ქვევრი ღვინის უნიკალური და უძველესი ჭურჭელია. არქეოლოგიური გათხრებისას თიხის კულტურა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონშია აღმოჩენილი. პირველი თიხის ნაკეთობები ძველი წელთაღრიცხვის VIII ათასწლეულს მიეკუთვნება

კითხვის გაგრძელება »

თიხის ჭურჭლის მოვლა და ზოგადი რეკომენდაციები

თიხის ჭურჭელი დიდხანს რომ გემსახუროთ, არსებობს გარკვეული წესები და რეკომენდაციები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ: ა) საკვების მომზადებისას და ბ) საკვების მომზადების შემდეგ ჭურჭლის გარეცხვისას და შენახვისას.

კითხვის გაგრძელება »

ხშირად
დასმული
კითხვები

ჩვენთან შეგიძლიათ პროდუქტი შეიძინოთ როგორც საიტის, ასევე ტელეფონისა და ფეისბუქ გვერდის მეშვეობით. შეკვეთას მითითებულ ვადებში მიიღებთ თქვენ მიერ მოთხოვნილ მისამართზე, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში.

თანხის გადახდა შეგიძლიათ საბანკო გადმორიცხვით, ან ნაღდი ანგარიშსწორებით, ჩვენს კურიერთან, შეკვეთის მიღების დროს.

  • თუ თქვენი ამანათი 5 კგ-ზე ნაკლებია, მიტანის ღირებულება იქნება 9 ლარი;
  • თუ ამანათის წონა 5-დან 20 კგ-მდეა, ღირებულება იქნება 15 ლარი;
  • 20 კგ-ზე მეტი წონის შემთხვევაში, მიტანის საფასური დაანგარიშდება ინდივიდუალურად, მისამართისა და შეკვეთის მოცულობის მიხედვით. ასეთი შეკვეთის შემთხვევაში, გთხოვთ, წინასწარ დაგვიკავშირდეთ, რათა მიიღოთ ზუსტი ღირებულება.

შეკვეთას მიიღებთ 6 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.