
თიხით მოუბარი
მოკლე დოკუმენტური ფილმი „თიხით მოუბარი“, რუსლან ღონღაძის ავტორობით, 1986 წელსაა გადაღებული. ფილმი ქართლური მეთუნეობისა და ადგილობრივი, გამორჩეული ოსტატობის მქონე მეთუნეების შესახებ მოგვითხრობს. სხვა კუთხეებისგან განსხვავებით,
თუკი თიხის ჭურჭლის ყიდვა გადაწყვიტეთ, იქნება ეს თიხის ქოთანი, თიხის კეცი, თიხის დოქი თუ თიხისგან დამზადებული სხვა საგნები, აუცილებლად გაეცანით ინსტრუქციას, რა უნდა გააკეთოთ მოხმარების წინ, რათა თიხის ჭურჭელი დიდხანს და უსაფრთხოდ გემსახუროთ. ეს ინფორმაცია განსაკუთრებით საყურადღებოა მათთვის, ვისაც აქამდე არ ჰქონია საქმე კერამიკის ჭურჭელთან – იქნება ის სამეურნეო თუ საოჯახო დანიშნულების ნივთები. აქ განსაკუთრებული საიდუმლო არაფერია, უბრალოდ, უნდა დავიმახსოვროთ რამდენიმე წესი, თუ როგორ გამოვიყენოთ თიხის ჭურჭელი და როგორ გავაკეთოთ კერძი თიხის ჭურჭლით აირღუმელში.
თუ თიხის ჭურჭელი მოუჭიქავია, გამოყენების წინ ასეთი ჭურჭელი საჭიროა ცივ, გამდინარე წყალში გარეცხოთ და შემდეგ ისევ ცივ წყალში გააჩეროთ, დაახლოებით 15 წუთი. წყალმა თიხის ნაკეთობა მთლიანად უნდა დაფაროს. თიხა კარგად ისრუტავს წყალს და კერძი, რომელსაც ასეთ ჭურჭელში მოამზადებთ, ძალიან წვნიანი და გემრიელი გამოვა.
ცეცხლგამძლეობის ასამაღლებლად კი შეიძლება, თიხის ქოთანი მოათავსოთ ცივ აირღუმელში, რომელსაც შემდეგ გააცხელებთ 200-230 გრადუსამდე.
გახსოვდეთ, რომ თიხის ჭურჭელი არ უნდა დადგათ გაზქურის „კამფორაზე“ სითბოს გამანაწილებლის გარეშე.
მოჭიქული თიხის ჭურჭელი გამოყენების წინ წყალში ჩალბობას არ საჭიროებს. საკვების მომზადების წინ, უბრალოდ, გარეცხეთ რბილი სარეცხი ღრუბლით და ჭურჭლის სარეცხი ნებისმიერი სითხით.
თიხის დამუშავების და გამოწვის შემდეგა მასალაში რჩება ბუნებრივი მიკრო-ფორები, რომლებიც ჩალბობის დროს გაიჟღინთება წყლით. ჭურჭლის აირღუმელში შედგმის და გახურების შემდეგ კი წყალი ორთქლდება, რითაც კერძი გაცილებით წვნიანი და რბილი გამოდის.
ხოლო როცა თიხის ჭურჭელი მოჭიქულია, ჭიქური ანუ თხელი, მინისმაგვარი შრე ფარავს თიხას და შესაბამისად – ვეღარ შეისრუტავს წყალს. ამიტომ ამ შემთხვევაში წყალში ჩატოვება აზრს კარგავს.
თიხის ფოროვანი ზედაპირის დამსახურებით, თიხის ქოთანში მომზადებული ხორცი და ბოსტნეული საოცრად არომატული, წვნიანი და რბილი გამოდის.
თიხის ქოთანში, თქვენ წარმოიდგინეთ, ფაფებიც მზადდება და გაცილებით გემრიელად იხარშება, ვიდრე სხვა მასალის ქვაბებში.
უგემრიელესი გამოდის ბრინჯის სხვადასხვა სახეობის ფლავი. შეგიძლიათ, სცადოთ როგორც ტკბილი ფლავის მომზადება სხვადასხვა ხილით, ასევე უზბეკური ფლავი ქათმის, საქონლის ან ცხვრის ხორცით. თიხის ჭურჭელი განსაკუთრებულ არომატს აძლევს სუნელებს. ფლავი გამოდის ფანტია და ხორციც პირში დნება.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება თიხის ჭურჭლის ყიდვის დროს?
შერჩევის დროს, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ იმას, თუ რისთვის ვაპირებთ თიხის ჭურჭლის გამოყენებას:
ზოგჯერ დიასახლისები, ეკონომიის მიზნით, დაბალფასიანი კერამიკული ჭურჭლის ყიდვას ამჯობინებენ. ასეთი ჭურჭელი კი ან დაბალი ხარისხის ჭიქურით არის დაფარული ან არ არის დამზადებული ტექნოლოგიის სრული დაცვით.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, უნდა იცოდეთ, რომ:
ა) როდესაც თიხის ნაკეთობა ცუდი ხარისხის ჭიქურით არის დაფარული, იგი გამოყოფს მავნე ნივთიერებებს, რომლებიც საჭმელს ერევა და ბ) როდესაც თიხის ჭურჭელი არ არის დამზადებული ტექნოლოგიის სრული დაცვით, ასეთი მასალა ვერ უძლებს აირღუმელის მხურვალებას და შეიძლება გაიბზაროს ან გასკდეს კერძის მომზადების პროცესში.
ამიტომ, თუკი თიხის ჭურჭლის ყიდვა გაქვთ გადაწყვეტილი, ისარგებლეთ მაღალი ხარისხის ნაკეთობებით, შეიძინეთ სანდო, გამოცდილი ოსტატის ნახელავი, რომელთა მოხმარებისას გარანტირებული გექნებათ ხარისხი და უსაფრთხოება.
ჯანმრთელობას და ბედნიერ შენაძენს გისურვებთ!
მოკლე დოკუმენტური ფილმი „თიხით მოუბარი“, რუსლან ღონღაძის ავტორობით, 1986 წელსაა გადაღებული. ფილმი ქართლური მეთუნეობისა და ადგილობრივი, გამორჩეული ოსტატობის მქონე მეთუნეების შესახებ მოგვითხრობს. სხვა კუთხეებისგან განსხვავებით,
ქართული ტრადიციული ქვევრი ღვინის უნიკალური და უძველესი ჭურჭელია. არქეოლოგიური გათხრებისას თიხის კულტურა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონშია აღმოჩენილი. პირველი თიხის ნაკეთობები ძველი წელთაღრიცხვის VIII ათასწლეულს მიეკუთვნება
თიხის ჭურჭელი დიდხანს რომ გემსახუროთ, არსებობს გარკვეული წესები და რეკომენდაციები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ: ა) საკვების მომზადებისას და ბ) საკვების მომზადების შემდეგ ჭურჭლის გარეცხვისას და შენახვისას.
© 2021 შპს მეთუნე. ყველა უფლება დაცულია.